სეზონური სკოლა, რომელიც სპეციალიზირებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე, შეიქმნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 მოიცავს კურსს.

კურსების ჩამონათვალი:

  • კიბერ ჰიგიენა
  • სისტემის და ქსელის დაცვა
  • კრიპტოგრაფია
  • მონაცემთა დაცვა და GDPR

პროგრამა შემუშავებულია ისე, რომ მოკლე პერიოდში (80 აკადემიური საათი) სტუდენტი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას.

შერჩევის პროცესი:

პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვისა და GDPR- ით დაინტერესებული მონაწილეები. საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ყველაზე მოტივირებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ DataSecSchool-ში. ლექციები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განცხადებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თანდართული ექნება სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.

ვადები:

1 სესია: 2023 წლის მარტი-მაისი

მონაწილეთა რაოდენობა: 30

მე-2 სესია: 2024 წლის მარტი-მაისი

მონაწილეთა რაოდენობა: 30

მეორე სესია იწყება 18.03.2024. გaნცხადები მიიღება 10.03.2024 - მდე

რეგისტრაციის ფორმა https://forms.gle/oGUV9J5auCPmi1cF8

უკუკავშირის ფორმა https://forms.gle/oGUV9J5auCPmi1cF8