GDPR სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია DataSecSchool-ში გაიმართება 2
თებერვალს, 18:00 საათზე, Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას
სიტყვით მიესალმებიან: შოთა ნიჟარაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების
სკოლის დეკანი და პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების
ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ შემდეგ თემატურ
პრეზენტაციებს:
• Cyber hygiene – Module Presentation
• System and network defence – Module Presentation
• Cryptography – Module Presentation
• Data protection and GDPR – Module Presentation
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ
მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ
სპიკერებისგან.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/gp6AyHZetx8mrVX69