27 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება DataSecSchool-ის მონაწილეთა ყოველწლიური მრგვალი მაგიდა. ღონისძიება ორგანიზებულია Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მასპინძლობით. ყოველწლიური მრგვალი მაგიდა DataSecSchool-ის მონაწილეებისთვის იქნება შემეცნებითი და გასართობი შეკრება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვაზე, ამ პრაქტიკის განხორციელების ეფექტური გზების იდენტიფიცირებაზე და მონაცემთა დაცვის შემთხვევების შესწავლაზე როგორც ბიზნესში, ასევე საჯარო სექტორში.
 

თარიღი: 27 ივლისი
დრო: 13:00
ლოკაცია: სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (ყიფშიძის ქ. 9ბ)

  • ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვა
  • საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზების განსაზღვრა
  • მონაცემთა დაცვის ქეისები ბიზნესსა და საჯარო სექტორში

ღონისძიება მიესალმება DataSecSchool-ის მონაწილეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებით.

გთხოვთ, დაჯაცშნოთ თქვენი ადგილი ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე, სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/zp9rLCAwFQAqdzpL6