სეზონური სკოლა, რომელიც სპეციალიზირებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე, შეიქმნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 მოიცავს კურსს.

კურსების ჩამონათვალი:

  • კიბერ ჰიგიენა
  • სისტემის და ქსელის დაცვა
  • კრიპტოგრაფია
  • მონაცემთა დაცვა და GDPR

პროგრამა შემუშავებულია ისე, რომ მოკლე პერიოდში (40 აკადემიური საათი) ბენეფიციარი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში მისი შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას.

შერჩევის პროცესი:

პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვისა და GDPR- ით დაინტერესებული მონაწილეები. DataSecSchool-ში სწავლის შესაძლებლობა ექნება აკადემიურ პერსონალს (სკოლის, კოლეჯის, უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებს, მასწავლებლებს ან კვლევით პერსონალს). ლექციები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განცხადებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თანდართული ექნება სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.

ვადები:

1 სესია: 2025 წლის მარტი-მაისი

მონაწილეთა რაოდენობა: 20-25

რეგისტრაციის ფორმა https://forms.gle/Qmd9NwGHX58fWKCG6