სეზონური სკოლა, რომელიც სპეციალიზირებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე, შეიქმნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 მოიცავს კურსს.
კურსების ჩამონათვალი:
- კიბერ ჰიგიენა
- სისტემის და ქსელის დაცვა
- კრიპტოგრაფია
- მონაცემთა დაცვა და GDPR
პროგრამა შემუშავებულია ისე, რომ მოკლე პერიოდში (20 აკადემიური საათი) ბენეფიციარი მიიღებს საბაზისო ცოდნას და შესაძლებლობას შეცვალოს და გააძლიეროს თავისი ბიზნესი/პროექტი მონაცემთა დაცვისა და GDPR-ის სფეროში.
შერჩევის პროცესი:
პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვისა და GDPR- ით დაინტერესებული მონაწილეები. Data Sec School-ში სწავლის საშუალება ექნებათ ყველაზე მოტივირებულ კანდიდატებს. ლექციები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში.
შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განცხადებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თანდართული ექნება სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
ვადები:
1 სესია: დეკემბერი-თებერვალი, 2025 წ
მონაწილეთა რაოდენობა: 20-25
რეგისტრაციის ფორმა https://forms.gle/Eib9nJrXksFU82pi6