Jean Monnet-ის პროექტის "DataSecSchool"-ის ფარგლებში მოეწყობა ონლაინ ტრენინგ- კურსები ფართო საზოგადოებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ.
ტრენინგ კურსების მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება კიბერჰიგიენის საკითხებზე. ონლაინ ტრენინგ კურსების შედეგად მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას მონაცემთა დაცვის შესახებ.
პროგრამა შექმნილია ისე, რომ მოკლე პერიოდში (40 აკადემიური საათი) მონაწილეები მიიღებენ საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.
პროექტის მონაწილეები ტრენინგის განმავლობაში არა მხოლოდ შეისწავლიან ამ კონცეფციების მიღმა არსებულ თეორიას, არამედ მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და შეისწავლიან რეალურ შემთხვევებს. მონაწილეთა ყურადღება ასევე გამახვილდება ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე.
სამიზნე ჯგუფი: ყველა დაინტერესებული.
განრიგი
1 სესია - ივნისი - აგვისტო, 2023
დაწყების თარიღი: 14/07/2023
2 სესია - ივნისი - აგვისტო, 2024
დაწყების თაღიღი: 25/06/2024
რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/yfxgRvXTk61tTHVh8