GDPR სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია DataSecSchool-ში გაიმართება 2 ივნისს 18:00 საათზე, Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმება პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ ონლაინ ტრენინგის კურსების პროგრამას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSep1WzpCvijaQ3RAnyt6VfZYg3OlBVTFACUrAETckeymB8Qhw/viewform?usp=sf_link
 
															 
															 
															 
															 
								 Georgian
Georgian				 English
English