
DataSecSchool-ის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
– მონაცემთა დაცვის და GDPR სტანდარტების დანერგვის ევროპული პრაქტიკის შესწავლა
– ევროპული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე DataSecSchool პროგრამის შემუშავება თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის
– სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შექმნა DataSecSchool-ის თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის ევროკავშირის გამოცდილებაზე დაყრდნობით
– კიბერჰიგიენისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების განვითარება ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით
– DataSecSchool-ის ორგანიზება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
- DataSecSchool-ში გაფართოებული სესიების ორგანიზება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ტექნიკური პერსონალისთვის და პოლიტიკის შემქმნელებისთვის
– ფართო საზოგადოებისთვის ონლაინ ტრენინგ კურსების ორგანიზება პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით
– DataSecSchool-ის მონაწილეთათვის ყოველწლიური მრგვალი მაგიდების ორგანიზება, მონაცემთა დაცვის ევროპული პრაქტიკისა და საქართველოში მისი დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.