15 ოქტომბერს, 10:45 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, Erasmus+_ის დღეების ფარგლებში, ახალი ჟან მონეს მოდულის (2022-2025) პრეზენტაცია - “ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა - Data Sec School” - გაიმართება.
ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმებიან: შოთა ნიჟარაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ შემდეგ თემატურ პრეზენტაციებს:
• ჟან მონეს ახალი მოდულის პრეზენტაცია - “ევროკავშირის პრაქტიკაზე
დაფუძნებული მონაცემთ დაცვის სეზონური სკოლა - Data Sec School”: პროექტის
მიზნები, სპეციფიკაცია და სასწავლო პროგრამის მახასიათებლები;
• GDPR და მონაცემთა დაცვის განათლების მნიშვნელობა საქართველოში
ევროკავშირის კვლევების საფუძველზე, სეზონური სკოლის ფარგლებში;
• სეზონური სკოლის სამიზნე აუდიტორია და აქტივობები ყველა კატეგორიისთვის;
• პროექტის მოსალოდნელი გავლენა და შედეგები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.
რეგისტრაციის ფორმა: https://bit.ly/3yekJqH